ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო. გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს, აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. მიმდინარე სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები