მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართა

“26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე – ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის – დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართა.
“წარმოდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოში ვიზიტით მყოფ სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურებსა და მაღალი რანგის სტუმრებთან და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მაღალი რანგის დელეგაციების მეთაურებთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს”,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები