საქართველოს აეროპორტებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდათ

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ ბრენდირებული ქართული ღვინო და ტკბილეული დაურიგა”,-ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ავრცელებს.
როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა.
“პირველ რიგში, გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ყველა აეროპორტი, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ამ დღეს საზეიმო განწყობით და საგანგებოდ გაფორმებული ხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩვენ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ქართული ღვინოები და ტკბილეული დავურიგეთ“,-განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი დამოუკიდებლობის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები