ბოლნისში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეsთან და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ ბოლნისელ მეომართა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის წინ მდებარე სცენაზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და “ერთობამ” მიიღეს.
ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების, რეწვის ოსტატების, თანამედროვე ფოტოგრაფის, ყვავილების, ხელოვანი ბიბლიოთეკარების ნამუშევრებისა და ეროვნული სამოსის გამოფენა, მხიარული სტარტები და სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები.
ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენა „ასი წელი თავისუფლების გზაზე“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები