ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. დროშის აღმართვის ცერემონიას ოტავას მერი, მერიისა და კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს სიტყვით საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე, დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კანადის ურყევ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
ქართული დროშა ოტავაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს. ცერემონიის შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის საელჩომ მიღება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები