რომან ფიფია: მჯერა, რომ ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში

ბიზნესმენი რომან ფიფია თითოეულ მოქალაქეს და უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს.
,,თანამემამულენო!!!
დღეს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს!!!
საუკუნეების განმავლობაში, სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი, რადგან არ არსებობს ამქვეყნად თავისუფლებაზე უფრო ძვირფასი რამ!
ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს!
მჯერა, რომ ისევ ვიცხოვრებთ გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოში და ყველა ერთად, შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სამშობლოს!”, – აცხადებს რომან ფიფია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები