იანოშ ჰერმანი: საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს მყარი საფუძველი მომავალ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში – იანოშ ჰერმანი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ულოცავს.

„აქ, საქართველოში, ვიცხოვრე და კარგად მესმის ის გრძნობები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მათი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშნავენ.
მე ვიზიარებ ამ გრძნობებს, მე ვიზიარებ მათ იმიტომაც, რომ მესმის, რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ძალიან მყარ საფუძველზე აღდგენა.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირში, ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაგვეჭირა და ასევე, იმ ძალისხმევით, რაც მას შემდეგ საქართველომ გააკეთა ქვეყნის მოდერნიზებისა და ევროკავშირთან დასაახლოებლად, ამ პროცესში ჩვენთვის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით. მე ვგრძნობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმით, რაც მიღწეულია და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს მყარი საფუძველი, მომავალ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედოს.
ამ აზრებით მინდა შემოგიერთდეთ ამ ღირსსახსოვარი თარიღის აღსანიშნავად. ასე, რომ ამ შემთხვევაში, მინდა ვთქვა, ვულოცავ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს!“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები