რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რუსთაველის გამზირი – პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

· ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცე

· თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მოეწყობა სივრცე, სადაც დამთვალიერებელისთვის მაქსიმალურად თვალსაჩინოდ იქნება გაცოცხლებული 100 წლის წინანდელი ეპოქა. ასევე წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული აქტივობები მოსწავლეებისათვის.

· საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე

– ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ბავშვებს წიგნის/ხელნაწერის აკინძვის ტექნიკას ასწავლიან – ეტრატის დაძველების ვორქოში;

– კალიგრაფისტები დააწერინებენ ბავშვებს სხვადასხვა ინიციალებს და სუვენირების სახით დაურიგებენ;

– თსუ-ს წარმომადგენლები ჩაატარებენ ლექციას ბავშვებისთვის, სადაც გაცოცხლებული იქნება განვლილი 100 წლის მნიშნველოვანი მოვლენები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსთაველის გამზირი- ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია

· ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური მისიების საქმიანობის ამსახველი მასალები, პირველი რესპუბლიკის მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მინიჭებული ოფიციალური სიგელები.

დამთვარიელებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მნიშვნელოვანი პირების ბიოგრაფიები და ფოტოები. გამოფენის ერთი კუთხე დაეთმობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ციტატებს.

ეკონომიკასა და ენერგეტიკის სამინისტრო

· აწარმოე საქართველოში – სამეწარმეო მარკეტი (სმარტის და ბილტმორის მიმდებარე ტერიტორია) ამ ლოკაციაზე იქნენიან “აწარმოე საქართველოს” პროგრამაში ჩართული დევნილები.

ღონისძიება, რომელშიც სიმბოლურად 100 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით.

გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.

· საქართველოს ფოსტა – წერილების და ღია ბარათების გასაგზავნი კუთხე (ეროვნული მუზეუმის წინ)

საქართველოს ფოსტა წარმოდგენილი იქნება სპეციალური სტენდით, სადაც განთავსებული იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკების ესკიზები, საინტერესო ფრაგმენტები საქართველოს ფოსტის ისტორიიდან და ასევე დამთვარიელებლებს ექნებათ, საშუალება ისარგებლონ 26 მაისისთვის სპეციალურად დამზადებული საფოტო ბარათის უფასოდ მიღება – გაგზავნის მომსახურებით.

· ტექნო-პარკი – საგამოფენო სივრცე და FABCAFE 9 (ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია)

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკის სპეციალურ სტენდზე, ყველა იმ სტარტაპს იხილავთ, რომელიც პროექტის ავტორების დახმარებით შეიქმნა: Travel Guide (ციფრული ტურისტული გიდი) VRex (მოინახულეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ვირტუალურ რეალობაში) და LINGWING (უცხო ენების შემსწავლელი ვებ-გვერდი).

ტექნოპარკის სტენდის სივრცეში ასევე მოეწყობა ფაბლაბის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც თემატურად კავშირში იქნება 26 მაისის თარიღთან.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამთვალიერებელს მომავალში მოგზაურობის საშუალებასაც მისცემს: ტექნოპარკის სტენდის პარალელურად რუსთაველის გამზირზე მოეწყობა FABCafe, ადგილი, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენოთ შოკოლადის პრინტერი და დახატონ მათთვის სასურველი ორნამენტები, ან ტექსტები ორცხობილებსა თუ ვაფლებზე. ასევე ადგილზე იქნება ლაზერული მჭრელი.

ამ ყველაფერთან ერთად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენთან ჭიქა ყავის დალევის სურვილის შემთხვევაში, სტუმრების შეკვეთას ჩვეულებრივი მიმტანი არ შეასრულებს, მათ დრონები მოემსახურებიან. სააგენტოს კიდევ ერთი სტარტაპი – DONNA კი სტუმბრებს საჭმლის მიწოდების განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებს.

ტექნოპარკის სტენდი საბავშვო ზონასაც ითვალისწინებს.

ადგილზე იქნება 3 Mac კომპიუტერი, რომელზეც ბავშვები თვითონ შექმნიან 3D მოდელებს. სტარტაპ „ლოგიკუმის“ ვორქშოფი კი შედარებით პატარა სტუმრებისთვის არის გათვლილი, წარმოდგენილი იქნება „ლოგიკუმის“ სააზროვნო და განმავითარებელი სათამაშოები.

· ბათუმის საზღვაო აკადემია – გასართობი სივრცე (მეტრო ,,თავისუფლებასთან“)

დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავაშირებულ ღონისძიებაში, თითქმის 100 წლოვანი ისტორიის მქონე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია წარმოადგენს საზღვაო თემატიკის მქონე აღჭურვილობებსა და მოწყობილობებს, კერძოდ კი: აფრებიან ნავს, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლებათ ასვლა და ფოტოების გადაღება, გემის სიმულატორს, რომელიც ასახავს გემის მართვის ვირტუალურ შესაძლებლობას, აგრეთვე მომზადდება ბათუმური ყავა ქვიშაზე, ხოლო საზღაო აკადემიის ბენდი და ორკესტრი მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურად გააფორმებს ღონისძიებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

რუსთაველის გამზირი- თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია ,,თიბისი ბანკის“ წინ

· რეკრეაციული ზონა: მცენარეების ლაბირინთი

· ყვავილების ინსტალაციები

· საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე

· 20-იანი წლების სტილის ბაზრობა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაცოცხლდება მეოცე საუკუნის დასაწყისში „მუშტაიდის პარკში“ არსებული ბაზრობა, სადაც შინაარსობრივად და კულტურულ გასართობი ელემენტებით მოხდება თეატრალიზებული წარმოდგენა. მოქალაქეებს შეეძლებათ ღია სტილის ლაღიძის კაფეში მუსიკალური ნომრების მოსმენა, საფოსტო ბარათებისა და სუვენირების კუთხის დათვალიერება. მოქალაქეებს ძველი თბილისის ტრადიციული ბაზრის სივრცეში კი კოსტიუმირებული მსახიობები უმასპინძლებენ დამთვალიერებლებს და მათ შესაძლებლობა ექნებათ ფოტოსურათების გადაღება ეტლში, ან ძველებურ მანქანებთან. ასევე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია – სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლისპროდუქტები, ღვინისა და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.

თავდაცვის სამინისტრო

რუსთაველის გამზირი- თავისუფლების მოედანსა და გალერეა ,,თბილისს“ შორის.

· ფიცის დადების საზეიმო ცერემონია

· გენერალ კვინიტაძის გამოფენა- რუსთაველის თეატრის ფოიე

იუსტიციის სამინისტრო

რუსთაველის გამზირი

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის წინ

· ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო თაღი

როგორ იცვლებოდა ქართული პასპორტი 1918 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტიდან თანამედროვე ბიომეტრიულ პასპორტამდე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისის ინსტალაცია – “თაღი” შექმნა.

თაღი იმ გზის სიმბოლოა, რომელიც საქართველომ ერთი საუკუნის განმავლობაში გაიარა ევროპასთან დასაბრუნებლად. თანამედროვე ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად მისულ საქართველოს მოქალაქეებს სიმბოლურად იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე განვლო. ინსტალაციაზე დატანილია ინფორმაცია ყველა სამგზავრო დოკუმენტის შესახებ, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები 1918 წლიდან დღემდე სარგებლობდნენ. სხვადასხვა დროს მოქმედი 6 განსხვავებული სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვნად გამოირჩევა ერთმანეთისაგან და საქართველოს, როგორც ევროპისაკენ მიმავალი ქვეყნის, ტრანსფორმაციას ასახავს.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი ქართულ- და ფრანგულენოვანია. მის ყდაზე საქართველოს გერბია გამოსახული.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოში სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა პასპორტი მოქმედებდა. 1954 წლიდან ე.წ. ОФ სერიის პასპორტი გაიცემოდა; 1975 წლის 1 ივლისიდან კი, ის საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანმა პასპორტმა შეცვალა, რომლის აღება ყველასთვის სავალდებულო იყო.

დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პასპორტი 1994 წლის 4 აგვისტოს დამტკიცდა და პირველად ამავე წლის 22 ნოემბერს გაიცა. მის ყდაზე ბორჯღალია დატანილი. 2005 წლის 16 აპრილიდან დამტკიცდა 32-გვერდიანი პასპორტი, რომელზეც საქართველოს გერბია გამოსახული. 2006 წლის 13 ივნისიდან 32-გვერდიან პასპორტთან ერთად შესაძლებელი გახდა 48-გვერდიანი პასპორტის აღება.

ყველაზე დაცული სამგზავრო დოკუმენტი − თანამედროვე პასპორტი − 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა. მის მფლობელებს 2017 წლიდან საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა შეუძლიათ.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო რუსთაველის გამზირი- ,,თბილისი მეროტიდან“ ოპერამდე

· კინოფილმების ღია ჩვენება

· სპექტაკლები

· არტ-კაფეები

· 17:10 – დამოუკიდებლობის გამოცხადების ინსცენირება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

· სპორტული ღონისძიებები (სასტუმრო „მერიოტისა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

· რაგბის საბაზო ილეთების შესწავლა ხელოვნურ საფარზე. გამოვფენთ ანთიმოზ ივერიელის და ევროპის ჩემპიონატის თასებს

· ხელბურთის საბაზო ილეთების შესწავლა

· გამოიფინება ძველი და ახალი სარბოლო მანქანები

· “Street art festival for sport” – სპორტის თემატიკით მოვხატავთ ბანერს 15მ/1,5მ და ბავშვებს დავახატავთ სახეზე. ვაანონსებთ ფესტივალის კვირეულს, რომლის ფარგლებში თბილისის ქუჩებში 10 ლოკაციაზე მოიხატება კედლები სპორტული თემატიკით

· ამერიკული ფეხბურთი

· ფეხბურთი

· ჩერლიდერები იმოძრავებენ რუსთაველზე, ძირითადად კალათბურთის ირგვლივქუჩის კალათბურთი

· აკრობატები (სპორტული ტანვარჯიში) მოაწყობენ პერფორმანსს, გააცოცხლებენ შევარდენს. (დროშას აღმართავენ)

· ხრიდოლი

· ქათული ჭიდაობა

· ტანვარჯიში – ბატუტზე ხტომა

· აღმოსავლური ორთაბრძოლები

· ფარიკაობის საბაზო ილეთების შესწავლა

· პროგრამა „Judo kids“ – ძიუდოს საბაზო ილეთების შესწავლა ძალოსნობა – ტალახაძის შტანგა(რეალური) და მსუბუქი შტანგა ფოტოებისთვის

· ცოცხალი ჭადრაკის ფიგურები

· 100 წლის ფოტო გამოფენა

· ბლიცები ცნობილ სპორტსმენებთან

რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება სპორტული კაფე:

· სამაგიდო თამაშები: ჭადრაკი, ნარდი, შაში

· კაფეში მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ვეტერანი სპორტსმენები, რომლებიც პერიოდულად მიმდებარედ მოწყობილ მინი მოედნებზე ბავშვებთან ერთად ითამაშებენ კალათბურთს და ფეხბურთს

· რადიოს ძველი პულტი და ცნობილი ჩანაწერები (ხმა): სსრკ-ს ჩემპიონატის რეპორტაჟი ტაშკენტიდან, თასების თასი, ქორქიას ხმა ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის შემდეგ და ა.შ.

· საზოგადოებრივი რადიოს სტუდია. პირდაპირი ეთერი სპორტული კაფედან დღის განმავლობაში

თბილისის მერია

რუსთაველის გამზირი- პარლამენტის შენობის წინ

თბილისის მერიის სცენა

· კინოჩვენება – პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. უნდა განთავსდეს კინო-პავილიონი (10მ*12მ), შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით: ძველი ქართული ფილმების კადრები/აფიშები, სკამები, პიანინო. გაწერილი იქნება დღის განმავლობაში ქართული ფილმების განრიგი (მაგ. „ნერგები“, „ვერის უბნის მელოდიები“, „როცა აყვავდა ნუში“, „ქეთო და კოტე“…).

· საბავშვო სცენა/კონცერტები – რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება. სცენაზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია ქართული მულტფილმის გმირებისა და თბილისური სახლების და ორნამენტების გამოსახულებით (ზომა – 360სმ/900სმ; მულტფილმების გმირების ზომა: 100-150 სმ, 20 ცალი). საბავშვო კონცერტების განრიგი:

ბასტი-ბუბუ – 11:00 – 11:40 სთ

ანა-ბანა – 12:10- 12:50 სთ

მეკოს სტუდია – 13:20 -14:00 სთ

ბიჭუნათა კაპელა – 14:15- 14:45 სთ

ბენდი 19 (მე-19 სკოლა) – 15:30-16:10 სთ

აბა-ბანა – 16:10-16:50 სთ

ბასტი-ბუბუ – 16:50-17:30 სთ

მეკოს სტუდია – 19:00- 19:40 სთ

ექსპოზიცია „პოსტერი 100“ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 მაისს, სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ქართული პოსტერის ექსპოზიცია – „პოსტერი 100“ იგეგმება.

ლოგო „100“ – რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება (ზომა: 240X400X50 სმ). ლოგო შესრულდება ფანერისგან და მასზე დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი.

ინსტალაცია „100“ (გამოფენა-პავილიონი) – განთავსდება ინსტალაცია, რკინის კონსტრუქცია, მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით, ჩამონტაჟებული ფოტომასალით (კონსტრუქციის სიგრძე 10მ, სიმაღლე 4მ, სიგანე 4).

საბავშვო სივრცეები – მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე:

სივრცე 1 – წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახის თამაშები: რეზინობანა, კლასობანა, ამის პატრონმა რა ქნას?, ორდროშობანა, ბურთის თამაშები და ა.შ. ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ანიმატორები.

სივრცე 2 – ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები.

სივრცე 3 – წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის აქტივობები: ანიმატორები, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩო ფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.

საკარნავალო მსვლელობა (13:00-17:00 სთ) – მოეწყობა კოსტიუმირებული, სანახაობრივი მსვლელობა – “ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი მიიღებს. პერფორმანსს გააფორმებს სასულე ორკესტრი, მსვლელობას გაუძღვებიან მსახიობები. შესრულდება ექვსი, 30 წუთიანი მსვლელობა.

გალა კონცერტი – 2018 წლის 26 მაისს 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. გალა კონცერტის სცენა წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, აღჭურვილი თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ. წლის თავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი უნდა გაიმართოს. სპეციალურად კონცერტისთვის 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორი განსხვავებული ჟანრის ნამუშევარს შექმნის. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი, თითოეულ ეტაპს კონკრეტული კომპოზიტორი თავის ნამუშევარს მიუძღვნის. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერი შემსრულებლები. ეპოქების ცვლის აღსაქმელად კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები