გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით საფოსტო მარკა გამოსცა

გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილსაზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტოადმინისტრაციის მიერ გამოცემული  შოთარუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაციაგაიმართა.

საფოსტო მარკები შოთა რუსთაველისდაბადების 850- წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმოთარიღები აღნიშება სპეციალური საფოსტომარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნებაქვეყნების ეროვნულკულტურულმახასიათებლებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემსსპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისიმრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევერუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციისსაგანძურში საქართველოს მიერ შეტანილიწვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

აღნიშნული მარკები თემტიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივწარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროსშორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროს, საქართველოს კულტურის დასპორტის სამინისტროს და საქართველოსეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები