შემოსავლების სამსახურმა სამეგრელოში 11 700 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ხობის რაიონის სოფელ საგვიჩიოში და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 11,700 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.