ლიეტუვას პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მასთან ერთად, გმირთა მემორიალთან ლიეტუვაში საქართველოს ელჩი და გენშტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ლიეტუვას პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესტუმრა. დალია გრიბაუსკაიტე ხვალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები