დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ღონისძიებებს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან

დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ღონისძიებებში ქარელის, კასპისა და გორის რაიონის გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ოცი უფროსკლასელი მიიღებს მონაწილეობას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრებიან. დაგეგმილია მათი გაცნობითი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან.

ახალგაზრდები მინისტრთან ერთად ეწვევიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ქართული დიპლომატიის ისტორიის ექსპოზიციას და შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები