წვიმა და ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 – 28 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 27 მაისს იწვიმებს დღის საათებშიც. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 27 – ში კი +26 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები