ზესტაფონში, სასკოლო პროექტი „ეკოლოგიკა“ მიმდინარეობს

ყოველწლიური  სასკოლო პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელშიც ზესტაფონისა და ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, დღეს ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა.

პროექტი VIII – XI კლასების მოსწავლეებისთვის ხორციელდებ. პროექტმა სტარტი 15 აპრილიდან  აიღო. მასში ზესტაფონის 25 და ჭიათურის 35 საჯარო სკოლის მოსწავლეა ჩართული. პროექტი ეკოლოგიის თემატიკით,  გასართობსა და ინტელექტუალურ თამაშებს აერთიანებს.

დღევანდელი შეჯიბრი ზესტაფონის მე–2 და ჭიათურის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა და ზესტაფონელი მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. პროექტის მიზანია მოზარდებში ინტელექტუალური, შემეცნებითი და ეკოლოგიური პოტენციალის გამოვლენა, მათი მოტივაცია და სწორი მიმართულების მიცემა. „ეკოლოგიკა“ 20 ივნისს დასრულდება და გამარჯვებული მესამე ეტაპზე გადასული 5  გუნდი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები