ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის აღდგენა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი, თენგიზ ლაკირბაია. მიმდინარეობს არხის 3 500 კმ სიგრძის მონაკვეთის მოწყობა. ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების შემდეგ, მოეწყო საექსპლუატაციო გზა. ამჟამად მიმდინარეობს საირიგაციო კონსტრუქციებისა და ჭების მონტაჟი.

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

კომენტარები

კომენტარი