25-26 მაისს, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, 25-26 მაისს, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან, რიგით მე-3 კონფერენციაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ. კონფერენციაზე მომხსენებლები გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებენ და თავიანთ მეცნიერულ და პრაქტიკულ ხედვას წარმოადგენენ, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის თავისუფალ განვითარების და მისი სოციალიზაციის საკითხებს. ყოველივე ეს არ იქნება მხოლოდ დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოხდება.
აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობას, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად.

R

კომენტარები

კომენტარი