ბათუმი-ახალციხის გზაზე მდ. საფრისწყალზე არსებულ ხიდზე მოძრაობა აიკრძალა

0

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ. მონაკვეთზე, მდ საფრისწყალზე მდებარე ხიდს გაებზარა საყრდენი ბურჯი, რის გამოც გეოლოგების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფლებზე: კორტოხზე და ბეღლეთზე  გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი