თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი