ლევან ჟორჟოლიანმა და ნინო ლაცაბიძემ სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

0

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატებმა სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევები, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს. მათ შორის, დეპუტატებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების გეგმაზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, გარე ვაჭრობაზე, გამწვანებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ლევან ჟორჟოლიანმა სტუდენტებს საჯარო ლექცია თემაზე: მუნიციპალური სამართალი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს როლი ქალაქის მმართველობაში წაუკითხა. დეპუტატმა თვითმმართველობის არსსა და სისტემაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ლექციის მიზანი ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდაა.

ნინო ლაცაბიძემ კი სტუდენტებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა გააცნო და ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი