გოჩა ენუქიძე: მერიის ინიციატივა თითოეული თბილისელის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

0

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკის“ თავჯდომარე, გოჩა ენუქიძე თბილისის მერიის ინიციატივას გამოეხმაურა.

„გამწვანების თემა აქტუალურია დედაქალაქისთვის. ეს არის ის უმწვავესი პრობლემა, რაც გვაერთიანებს ყველას – მოქალაქეებს, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, დედაქალაქის მთავრობას. ყველას, ვინც დედაქალაქში ვცხოვრობთ და ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, გვინდა ბევრი და მოვლილი რეკრეაციული ზონა. ეს არის თბილისის გონივრული მართვის და თბილისზე ზრუნვის ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯი, რის განხორციელებაშიც მერიას  გვერდით ვუდგავართ და სრულიად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი