მაია ბითაძე: გაიხსნა ავტობუსების 7 სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა

0

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, თბილისში ავტობუსების 7 სრულიად ახალი მარშრუტი გაიხსნა, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რაც კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება, რათა მოქალაქეებმა ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გადაადგილება უფრო კომფორტულად შეძლონ.
“გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. ამ ერთობლივი ოთხთვიანი მუშაობის შედეგად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ, გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა. მათ შორის გაიხსნა ახალი ხაზი ნუცუბიძეზე, ხოლო ცინცაძეზე, გლდანსა და ორთაჭალაში დაემატა ტრანსპორტი. ამასთან, რეორგანიზაცია მოხდა სხვადასხვა მარშრუტის და დაგრძელდა სამარშრუტო ხაზები კრწანისის, ზემო ფონიჭალის, თბილისის ზღვის და აფრიკის მიმართულებით. ასევე მარშრუტებზე, სადაც ნაკლები იყო ავტობუსები, რაც მოცდის ხანგრძლივობას ზრდიდა, დაემატა თითო ან ორ-ორი ავტობუსი. ეს იყო ის ყველაზე კრიტიკული წერტილები, სადაც 7 ახალი ხაზი გაიხსნა და 13-ის რეორგანიზაცია მოხდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას. პრაქტიკულად, იყო უბნები, რომლებიც მოწყვეტილი იყო ერთმანეთს და გადაადგილება ძალიან ჭირდა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ახალი მარშრუტები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:
• #57 – კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 – ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 – მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 – წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 – მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი).
ცვლილებებია შემდეგ მარშრუტებში:
#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.
მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
#10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით.
#19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
#31 – მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 – მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება:
სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28,30,45,99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს – 2 ერთეული. შაბათ დღეს #28,68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში – ერთი ავტობუსი.
ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.

კომენტარები

კომენტარი