ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღო

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა ერთკვირიან სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ჩატარდა. საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სწავლებას, ორგანიზება სურსათის, ცხოველთა ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის უმაღლესი განათლების ინსტიტუტმა (VetAgro-Sup) გაუწია. სწავლებას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექპსერტები ესწრებოდნენ, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+”AG-LAB-ის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამის მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო 17025:2005; ისო 9001:2015; ohsas 18001) და ხარისხის მენეჯმენტის შესახებ საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტებისაგან რეკომენდაციები მიიღეს.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2013 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის (9001:2008) სერტიფიკატს. მენეჯმენტის სისტემის დანიშნულებაა – მართოს სისტემის ყველა კომპონენტი იმგვარად, რომ სისტემის შედეგი იყოს ოპტიმიზირებული და შეძლოს მიაღწიოს მის დანიშნულებას. ეს არის არის ერთ-ერთი გარანტი ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის და კვლევის შედეგების ვალიდურობისათვის.

კომენტარები

კომენტარი