კახა კალაძე: უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტი. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯება.
“მინდა მოგახსენოთ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს და შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები დაგეგმილი, რომელიც უნდა განხორციელდეს. წარმოვადგენთ და განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს და ვთხოვ ქალბატონ მაიას, მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები, სამწუხაროდ, ყველა რაიონშია და როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება. პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები