საჯარო რეესტრს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სააგენტოს ფუნქციები, საქმიანობის სპეციფიკა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ახალგაზრდებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალი იურისტების ინფორმირება სააგენტოში მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ, რამდენადაც ეს ინფორმაცია მათ დაეხმარება სამომავლოდ, საჯარო რეესტრთან დაკავშირებული საქმიანობის უკეთ წარმართვაში.
მომავალი იურისტები გაეცნენ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს. მათ ასევე, ინფორმაცია მიიღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის, მათ შორის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შესახებ. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება, ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს წარმატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები