ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო სოინი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს.
მიმართვის ტექსტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ საკუთარი ქვეყნით! დაბადების დღეს გილოცავ, საქართველო!” – ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო სოინი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ვიდეო მიმართვით ულოცავს.

როგორც ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს ფინეთი და საქართველო არ არინ მხოლოდ პარტნიორები, მისი თქმით ორ ქვეყანას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერობები. ტიმო სიონის განცხადებით საქართველო-ფინეთის თანამშრომლობა ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის განათლებას და უსაფრთხოებას.

მინისტრი მისალოც ვიდეოში ადასტურებს ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„საქართველომ რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გრძელი გზა გაიარა. უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უდიდესი მიღწევებია. სახეზეა ასევე ტურიზმის სფეროში მზარდი დინამიკა, გასულ წელს 4000-ზე მეტმა ფინელმა მოინახულა საქართველო. ჩვენ ფინეთშიც გეპატიჟებით”, – აღნიშნავს ვიდეო მიმართვაში ტიმო სიონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები