“მალე ცნობილი გახდება საერთაშორისო დონის კომპანია, რომელიც თბილისის მერიის ინტერესებს „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში დაიცავს”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ინტერესებს „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია დაიცავს. მისივე თქმით, ჯერჯერობით საერთაშორისო არბიტრაჟში საქმის წაღებაზე საუბარი არ არის.

„გამოცხადებული გვაქვს იურიდიული მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა და შეგვიძლია პირდაპირი მოლაპარაკების გზით ავარჩიოთ კომპანია. საერთაშორისო არბიტრაჟზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ რადგან „სითი პარკმა“ აიყვანა იურიდიული კომპანია, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, ავიყვანოთ იურიდიული კომპანია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რამდენიმე დღეში, ალბათ, ცნობილი გახდება და გვეყოლება საერთაშორისო დონის კომპანია“, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები