ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი: წამლობითი სამუშაოები მიმდინარეობს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმის დაცვით

“ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი სამუშაოები მიმდინარეობს, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმის დაცვით”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლის შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეწამვლამდე 24 საათით ადრე, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება წამლობის პროცესში.

“ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი სამუშაოები მიმდინარეობს, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმის დაცვით. შტაბის მიერ სოფლის რწმუნებულების, მათ მიერ კი, მოსახლეობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფრთხილება ხდება 24 საათით ადრე, ასევე გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ წამლობის პროცესში. სხვა მხრივ, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება ჩვენს კომპეტენციას სცდება. ამასთან, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, არ ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, სავარაუდოდ, ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებით მოიწამლა. როგორც “კვირას” ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები