სამეგრელოში სამი მოსწავლე, სავარაუდოდ, ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებით მოიწამლა

ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე, სავარაუდოდ, ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებით მოიწამლა.

ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

„ტოქსიკური ეფექტით შემოვიდა 8 წლიდან 12 წლამდე ასაკის სამი ბავშვი. სამივე მათგანის მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაკვირვების მიზნით ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ისინი ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებებით მოიწამლნენ“, -განუცხადა „კვირას“ სულხან ორჟონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები