ანგისის დასახლებაში, თევზაობისას დაშავებული 14 წლის მოზარდი თბილისში დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა

აჭარაში, ანგისის დასახლებაში, 19 მაისს, თევზაობის დროს დაშავებული 14 წლის მოზარდი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ექიმების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. მას, შემთხვევის შედეგად, სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.
მოზარდი თბილისში, დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, 19 მაისს, თევზაობის დროს, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო, რასაც აფეთქება მოჰყვა და 3 პირი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები