მდინარე წითელხევზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში განხორციელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ15 (14+200) მონაკვეთზე, მდინარე წითელხევზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე, მარჯვენა მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ამავე გზის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები