ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები ვაჟა-ფშაველას II კვარტალში დაიწყო, სადაც შიდა გზების რეაბილიტაცია N9გ კორპუსთან და N12, N18 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

აღნიშნულ მისამართებზე – 650 მ2 და 1000 მ2 ფართობების მონაკვეთებზე, ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით, 56 000 ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოები ასევე ბაგებში, სტუდქალაქიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდამდე ხორციელდება.

რეაბილიტაციის შედეგად, 1000 მ2-ზე მეტი ფართობის გზა შეკეთდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 61 400 ლარს შეადგენს.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორივე შემთხვევაში, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები