სოფელ ოკამთან სპირტით დატვირთულ ორ სატვირთოს ცეცხლი უკიდია

სოფელ ოკამთან ორ სატვირთოს ცეცხლი უკიდია. მათგან ერთ-ერთი სპირტით არის დატვირთული. აალება მათ შეჯახებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან მანქანების ევაკუაცია ხორციელდება.

შემთხვევის გამო საცობია საავტომობილო გზის თბილისი-გორის მონაკვეთზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები