ბექა დავითულიანი: პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელდების გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნიუანსებს არ შეიცავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების თაობაზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, ქუჩების ან მოედნის სახელდება. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ეს საკითხი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიისთვის.
“არავინ ვდაობთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც პირველ რესპუბლიკას უკავშირდება, განუზომლად მაღალი მნიშვნელობის და მასშტაბის ფასეულობაა, ვიდრე თუნდაც ვარდების რევოლუცია. შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მოედანს რომ ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ეს სახელი დაერქმევა, ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა. არ მინდა ამის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და იმაზე საუბარი, თუ რამდენად უაზროა სიმბოლიკების დევნაზე, ბნელ ოთახში კატის დაჭერაზე წვალება. მე მგონი, სჯობს, საქმეს დავუბრუნდეთ და იმაზე ვიმსჯელოთ, რამდენად სწორია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელწოდება და არა რაღაც პოლიტიკური ნიუანსები, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება სინამდვილეში საერთოდ არ შეიცავს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები