დავით გარეჯში ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს – ფრესკებზე სხვადასხვა საშუალებებით წარწერებია გაკეთებული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქმე ვანდალიზმს შეეხება და შესაბამის უწყებებს მოკვლევისთვის უკვე მიმართა.
სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ფრესკებზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებია და მათი აღდგენა შესაძლებეელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები