გიორგი აბაშიშვილმა თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული” გახსნა

კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “თი-ბი-სი” ბანკს შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

“ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და სტარტაპ კვირეულის ფარგლებში საშუალება ექნებათ სტარტეპერებს, ეკოსისტემის მონაწილეებს მაქსიმალურად ჩაერთონ და გაეცნონ ერთმანეთის მიღწევებს, ერთმანეთის იდეებს და ამავდროულად, გაიჩინონ შესაძლებლობა როგორც თანამშრომლობის, ისე დაფინანსების.

სტარტაპებს აქვთ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა დასაქმების კუთხით, მათ შორის ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით, და საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სტარტაპები ჩნდება, რომლებიც შესაძლოა საკმაოდ საინტერესოდ განხორციელდეს”,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა სტუმრებს 26 მაისს კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის თბილისში ჩატარების შესახებაც ესაუბრა, რომელსაც 3 ქვეყნის – საქართველოს პოლონეთის და სლოვაკეთის  პრეზიდენტები გახსნიან და, სადაც სტარტაპერებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა მიეცემათ.

კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

26-29 ივნისს ანალოგიური ღონისძება გაიმართება ზუგდიდის ტექნოპარკში. სტარტაპკვირეულის პარტნიორების მიზანია, ღონისძება იყოს შედეგზე ორიენტირებული, მიიღოს რეგულარული სახე და ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, საქართველოს ტექნოპარკში თბილისსა და ზუგდიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები