გიორგი ტყემალაძე: ყველა ქუჩის სახელდება უნდა იყოს  ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ისტორიის შესაბამისი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  სახელდებისა და სიმბოლიკის  კომისიის სხდომაზე, რომელზეც  „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის დარქმევაზე მსჯელობენ,  საზოგადოების წარმომადგენლებს დასწრებისთვის და  საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და  დღევანდელი შეკრების მიზანი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა,  რომლებიც  ქალაქისთვის სასიკეთო იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარის  განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა გადაწყდეს „ვარდების რევოლუციის მოედანს“ რესპუბლიკის სახელი ეწოდოს, თუ პირველი რესპუბლიკის.

გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე  დამსწრე ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს თხოვნით მიმართა, რომ მსგავს საკითხებზე  მუშაობა მომავალშიც ერთობლივად გაგრძელდეს.

„მინდა გთხოვოთ, რომ მომავალშიც ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ყველა ქუჩის სახელდება იყოს  ჩვენი ქალაქის და ჩვენი ისტორიის  შესაბამისი“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები