შესაძლოა, რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის, გაჩერების ადგილები დაწესდეს

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი, დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზების და მგზავრთა გადაჯდომის საკითხზე იმსჯელეს.
ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელის, ასმათ აბესაძის განცხადებით, შესაძლოა, რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილების დაწესება განხორციელდეს.
“დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არამარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, – განაცხადა ასმათ აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები