ნინო ჯავახაძე: შსს-ს პრინციპული პოზიციაა, არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ნარკორეალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უწყების პოზიციაა, ამ მიმართულებით, სანქციები იყოს მკაცრი. მისივე თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური შეიძლება იყოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ.
“შს სამინისტროს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი – ასევე ჩვენთვის პრინციპულია, არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება და არ გახდეს ეს კრიმინალის წყარო.
მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური შეიძლება იყოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები