თბილისის ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22 მაისიდან თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისიდან თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის მიმართულებით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები