ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

22-23 მაისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს და ბიომრავალფეროვნების კონვენციის ამოქმედების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბაღის ვიზიტორთა ცენტრში მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ გაიმართა.

კონფერენციაზე მცენარეთა და ბუნებრივი ჰაბიტატების კვლევისა და კონსერვაციის, ბოტანიკურ ბაღებში კოლექციების მართვის საკითხები, ასევე, მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კვლევის სიახლეები და პრიორიტეტები განიხილეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კვლევები, რომელთა საფუძველზე სამომავლოდ შემუშავდება რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები მცენარეთა სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების მიზნით.

კონფერენციაზე მოხსენებები საქართველოს ბოტანიკური ბაღების, ბოტანიკის მიმართულებით მომუშავე სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-თანამშრომლებმა წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები