ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს

ძიუდოისტების ნაწილმა, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა.
სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის შენობაში შევიდნენ, დავით ქევხიშვილის კაბინეტიდან გამოიტანეს მისი კუთვნილი სამუშაო სკამი და კარი აჭედეს.
არსებული ინფორმაციით, დავით ქევხიშვილი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ იმყოფება.
სპორტსმენები უნდობლობას უცხადებენ სპეციალურ კომისიას, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შეიქმნა.
სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები