აშშ-ში მყოფმა პრემიერმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოინახულა- ჩვენ მათთან ვალში ვართ

0

ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის,- ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. როგორც პრემიერმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, იგი გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში დაიჭრა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად მას გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში უტარდება.

“ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის.
უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა:

“ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი – ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა”….

სრულად ვეთანხმები – ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში,- წერს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი