ნარკოპოლიტიკაზე პარტიულ შეხვედრას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

0

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით 21 მაისს მმართველი პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება.

წინასწარი ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მმართველ გუნდში შეთანხმების მიღწევა უკვე ერთი წელია ვერ ხერხდება და კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

ხვალ უნდა გაირკვეს, რა არის ამ დოკუმენტში მისაღები ქართული ოცნებისთვის და რა არა.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი