თეა წულუკიანი: აფხაზებსა და ქართველებს ერთი წარსული გვაქვს

0

აფხაზებსა და ქართველებს ერთი წარსული გვაქვს და წყვეტა ურთიერთობებში, რაც დღეს შეიძლება ოკუპაციის გამო გვქონდეს დროებითია,- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, აფხაზებისა და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გამოფენაზე საუბრისას თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ქართველები და აფხაზები კვლავ ერთ სახელმწიფოში იცხოვრებენ, ურთიერთობების წყვეტა კი დროებითია.

გამოფენას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები დაესწრნენ.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა და 23 მაისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი