ჩაქვში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა

ჩაქვში, გვირაბთან, ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა.
მათგან შვიდი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები