ირველად საქართველოში, მეფუტკრეთა დღე აღინიშნა

0

პირველად საქართველოში, ფერმერთა ასოციაციის, გლობალური სამეწარმეო ქსელისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში „ ორგანიზებით, „მეფუტკრეთა დღე“ აღინიშნა. გამოფენაზე დეგუსტაცია მოეწყო და მას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული, მოქმედი 90 მეფუტკრე დაესწრო, რომელთაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, ღონისძიებას, მეფუტკრეებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო სტრუქტურის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო სექტორისა და მეფუტკრეთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მეფუტკრის დღე“ გამოფენა-დეგუსტაციის და პანელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც განისაზღვრა ის პრობლემები,რომელიც მეფუტკრეებს აწუხებთ, ისინი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მეფუტკრეთა კანონის შექმნის საჭიროებაზე ესაუბრნენ, რომელიც დღემდე არ არსებობს.

მსოფლიოში ,,მეფუტკრეთა დღედ“ 20 მაისი გაეროს ასამბლეის მიერაა დადგენილი და მას სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი