თბილისის მერმა ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა

0

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ნარჩენების მართვისა და სეპარირების ევროპული გამოცდილება განიხილეს, რაც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, თბილისმა 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა დანერგოს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ნარჩენების სეპარირების არსებული სისტემის გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოცდილებას, რაც იტალიაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ფარგლებში განხორციელდა და ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

ი​ტალიაში დანერგილი ნარჩენების მართვისა და სეპარირების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირში. თბილისის მერია ამ მიმართულებით შეხვედრების გამართვას საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან გეგმავს.

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი