პრეზიდენტი ჰავანაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, კუბელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კუბის ხელისუფლებას ჰავანაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებთ კუბას ხელისუფლებასა და კუბელ ხალხს ჰავანაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კუბაში სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 110 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი