კახა კალაძის ინიციატივას ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ წერეთლის 99-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა – სამუშაოები დილიდან დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

0

თბილისში, წერეთლის გამზირის 99-ნომერში, დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. ამ წუთებში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 6 ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერში დაისვენოს.

წერეთლის გამზირის 99-ნომერში მცხოვრები მობინადრეები თბილისის მერის ახალ ინიციატივას მეორე დღესვე გამოეხმაურნენ და ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თანხმობა განაცხადეს. იმავე დღეს, თბილისის მერი – კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა – მან თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა შესთავაზა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი