გოგა ჩანადირი: 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის

0

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეხმაურება.
„მე, როგორც სპორტის მოყვარული ძალიან გამახარა იმ ამბავმა, რომ საქართველო უმასპინძლებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალს. ეს უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს გუდაურს და ბაკურიანს, რაც იმედს მაძლევს, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდება საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება.
ჩემპიონატი სპორტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის.
ასევე ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდება ცნობილი, რომ შეუძლიათ აქ მოემზადონ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობაში და გაცილებით იაფად, ვიდრე ევროპაში. საქართველოს აქვს განსაკუთრებული კლიმატური გარემო და პირობები, რომ ბევრი სპორტსმენი და ვიზიტორი მოიზიდოს ამ მიმართულებით. ეს ყოველივე კი ტურიზმის განვითარებაზე აისახება“,- განაცხადა გოგა ჩანადირმა.

კომენტარები

კომენტარი